რატომ ავადდებიან თევზები? თევზის ლორწოვანი გარსი
რატომ ავადდებიან თევზები? თევზის ლორწოვანი გარსი

რატომ ავადდებიან თევზები? თევზის ლორწოვანი გარსი

სტრესი და თევზის ლორწოვანი გარსი

რა გავლენას ახდენს სტრესი თევზზე? მოდით ჯერ გავარკვიოთ თუ რას წარმოადგენს თევზის კანი და რა როლს ასრულებს თევზის ჯანმრთელობაში მისი კანის პირველი შრე- ლორწოვანი გარსი.

თევზის სხეული ლორწოვანი გარსითაა დაფარული, ის შედგება გლიკოპროტეინისგან (ცილისა და ნახშირწყლის ნაერთი) და დამცავი ბარიერის როლს ასრულებს. ის იცავს თევზს როგორც ფიზიკური დაზიანებისგან , ასევე მავნე ნივთიერებებისა და ინფექციებისგან. ლორწოვანი გარსი თევზს წყლის წინაღობის დაძლევაშიც ეხმარება.

თევზის კანს რამოდენიმე ფენა აქვს. დერმისი წარმოქმნის ფარფლების ფენას, თვითონ ფარფლები კი თხელი ეპიდერმისის ფენითაა დაფარული. ლორწოს გამოყოფს ფიალისებრი (გობლეტის) უჯრედები , რომლებიც ეპიდერმისშია განლაგებული.

თევზს ლორწოვანი გარსი უზიანდება ორი ძირითადი მიზეზით. ეს არის მექანიკური დაზიანება და სტრესი.

თევზის კანის ლორწოვანი ნაწილის ფიზიკური დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა მიზეზმა. მაგალითად ბადით ამოყვანისას თევზი ფართხალს იწყებს და ლორწოვანი გარსი მექანიკურად უზიანდება, ეს რომ არ მოხდეს საჭიროა ბადით დაჭერის შემდეგ, წყალშივე გადასვათ ჭიქაში და შემდე უკვე კონტეინერში თუ პარკში. ფიზიკური დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ასევე უხეშმა გრუნტმა, დეკორაციებმა, სხვა თევზების ნაკბენმა.

სხვა მიზეზები კი სტრესს უკავშირდება. არასტაბილური წყლის პარამეტრები, მოუმწიფებელ აკვარიუმში თევზების გაშვება, ჟანგბადის არასაკმარისი დონე, არასტაბილური ტემპერატურა, ამიაკი, ქლორი და სხვა მავნე ნივთიერებები თევზის სტრესს იწვევენ , სტრესში მყოფი თევზის კანის უჯრედები აღარ გამოყოფენ საკმარის ლორწოს და თევზი ხდება სრულიად დაუცველი, ბაქტერიები თუ პარაზიტები ადვილად აღწევენ მის კანში.

მკურნალობა დაავადებების საწყის ეტაპზე ეფექტურია, მაგრამ სჯობს თავიდანვე იცოდეთ რა მიზეზით ავადდებიან და გაარკვიოთ თუ როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება. ძირითადად თევზები კი როგორც ზემოთ ავღნიშნე ტრესის გამო ავადდებიან.

თევზების დაავადებებზე ვრცლად აქ წაიკითხავთ : თევზების დაავადებები

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე.